შუა სბის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სბაში, აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
კოშკი აგებულია ფლეთილი ქვით, შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე მთლიანად დანგრეულია. პირველი სართული ამოვსებულია მიწითა და ჩამონაშალი ქვით.
ლიტერატურა
- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004