შუა ერმანის მეშვიდე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ერმანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
საშუალო ზომის, ფლეთილი ქვით ნაგები ოთხი სართულის სიმაღლის კოშკიდან შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი და ფრაგმენტულად დასავლეთი; დანარჩენი კედლები მიწის პირამდეა გასწორებული.
ლიტერატურა
- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004