შოთა შინდაგორიძე (დ. 1927, თბილისი — გ. 2007) — ქართველი მეზღვაური.
ბიოგრაფია
დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1949 წელს; აზერბაიჯანის ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1965 წელს.
1949-1967 წლებში მატროსი, შტურმან-გემთწამყვანი და კაპიტნის თანაშემწე იყო სსრკ კასპიის ზღვის სახელმწიფო სანაოსნოს გემებზე; 1967-1971 წლებში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის გემების კაპიტნის უფროსი თანაშემწე იყო; 1971-1985 წლებში შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთი გემის ეკიპაჟს მეთაურობდა; 1985 წლიდან საქმიანობა ნაპირზე, ბათუმის საზღვაო პორტის კაპიტნის სამსახურში განაგრძო.
ლიტერატურა
- პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა" facebook.com
რესურსები ინტერნეტში