შვიდი წლის თავზე (ინგლ.The Seven Year Itch) — ბილი უაილდერის 1955 წლის ფილმი, რომანტიკული კომედია. დაფუძნებულია ამავე სახელწოდების სამმოქმედებიან პიესაზე. ფილმი შეიცავს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენას, რომელშიც მერილინ მონროს თეთრი კაბა ფრიალებს მატარებლის მიერ წარმოქმნილი ჰაერის ნაკადისგან. ფილმის სათაური აღებულია ფსიქოლოგიის ცნებიდან, რომლის მიხედვითაც ბედნირება წყვილის ურთიერთობაში ქრება ქორწინებიდან შვიდი წლის შემდეგ.[1]