შერონ მარი ტეიტ პოლანსკი (ინგლ. Sharon Marie Tate Polanski; დ. 24 იანვარი, 1943 — გ. 9 აგვისტო, 1969) — ამერიკელი მოდელი და მსახიობი. 1960-იან წლებში, ფილმებში გამოჩენამდე, მცირე სატელევიზიო როლებს თამაშობდა, იგი რეგულარულად იყო წარმოდგენილი მოდის ჟურნალებშიც. მას შემდეგ რაც, მისმა შესრულებულმა კომედიურმა და დრამატულმა როლებმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა, იგი გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალბედა.
ტეიტის კინოდებიუტი 1961 წელს შედგა, იგი ენტონი ქვინთან ერთად გადაიღეს რელიგიურ ეპიკურ ფილმში „ბარაბა“. შემდეგ იგი იხილეს 1966 წლის ბრიტანულ საშინელებათა ჟანრის ფილმში „ეშმაკის თვალი“. დასამახსოვრებელი და ცნობილია ჯენიფერ ნორთის როლით 1967 წლის კლასიკურ დრამატულ ფილმში „თოჯინების ხეობა“. შესრულებული როლისთვის იგი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. შერონ ტეიტმა უკანასკნელი კინოროლი შეასრულა 1969 წლის კომედიაში „12+1“.[1][2] გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ითამაშა საშინელებათა კომედიაში „ვამპირების მეჯლისი“, რომლის რეჟისორი ტეიტის მომავალი ქმარი რომან პოლანსკი იყო.
1969 წლის 9 აგვისტოს, შერონი 4 ადამიანთან ერთად, მოკლული იქნა მენსონების ოჯახის მიერ. ტეიტი ამ დროს მისი და რომან პოლანსკის პირველ ვაჟიშვილს ელოდებოდა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო