შემოდგომის ერთა თასი (ცნობილი როგორც 8 ერი) — სარაგბო ტურნირი რომელიც ჩატარდა 2020 წლის 13 ნოემბრიდან6 დეკემბრამდე. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ „ექვსი ერის“ მონაწილეები და დამატებით ორი გუნდი. ტურნირზე მონაწილეობა იაპონიას უნდა მიეღო, მაგრამ სამგზავრო შეზღუდვების გამო იაპონიის ნაკრები საქართველოს ნაკრებმა ჩაანაცვლა. 8 ნაკრები გუნდი ორ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. ტურნირში გაიმარჯვა ინგლისმა. ინგლისელები ფინალში ფინალში დაამარცხეს ფრანგები ანგარიშით 22-19. მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ირლანდიამ დაამარცხა შოტლანდიის ნაკრები ანგარიშით 31-16. საქართველომ ტურნირზე ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა. მე-8 ადგილისთვის თამაშში საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა, ანგარიშით 24-38.