შალვა ლავრენტის ძე ჭანკოტაძე (დ. 24 იანვარი, 1902, გორი — გ. 21 თებერვალი, 1965, თბილისი) — ქართველი სამხედრო-საჰაერო მოღვაწე, საბჭოთა ავიაციის გენერალ-მაიორი (1944).
დაამთავრა სერპუხოვის საჰაერო სროლისა და ბომბდაშენის უმაღლესი სამხედრო სკოლა (1927). იმავე წელს გაწევრიანდა სკკპ-ში. 1927-1931 წლებში მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში. 1938-1941 და 1951-1965 იყო საქართველოს სსრ სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი. მეორე მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების ავიაესკადრილიას, ავიაჯგუფს, პოლკს, დივიზიას; მონაწილეობდა სტალინგრადის საჰაერო ბრძოლებში. 1946 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. საქართველოს სსრ III-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1951-1962). დაჯილდოებულია 7 ორდენით, მათ შორის გრიუნვალდის ჯვრის ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში