დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი. 1915-1917 წლებში მოხალისედ იბრძოდა რუსეთის არმიაში I მსოფლიო ომის ოსმალეთის, გერმანიის, ავსტრიისა და რუმინეთის ფრონტებზე. 1916 წელს დრისის 317-ე ქვეითი პოლკის რიგებში იყო პრაპორშჩიკად და დაიჭრა. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრით. 1917 წლიდან შტაბს-კაპიტნის ჩინით მეთაურობდა ასეულს მე-3 ქართულ მსროლელ პოლკში. 1918 წლის აპრილში მონაწილეობდა სამეგრელოშიბოლშევიკთა მიერ მოწყობილი ამბოხების ჩახშობაში. ფოთისსახალხო გვარდიამ თავის ხელმძღვანელად აირჩია. 1918 წლის ივნისში აფხაზეთში ბოლშევიკური გამოსვლების დროს ახალ ათონთან დაამარცხა 1000-მდე მეამბოხე. დაიღუპა მთებში უკანდახეულ მოწინააღმდეგესთან შეტაკებაში.