შალვა ამირანაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, სამგორის რაიონში (ორხევის დასახლება); კახეთის გზატკეცილიდან გიორგი მუხაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 60-იან წლებში. უსახელო ქუჩას შალვა ამირანაშვილის სახელი დაერქვა 80-იან წლებში.