|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყუმი.
|
ყუმი (აზერ. Qum) — სოფელი აზერბაიჯანში, კახის რაიონში. მოსახლეობის რაოდენობა — 1954 კაცი. მდებარეობს სოფელ ლექეთიდან 8 კილომეტრზე. დასახლებულია ძირითადად ლეკებით.
ისტორია
XVII საუკუნეში შაჰ აბასის ლაშქრობამდე სოფლეში ცხოვრობდნენ ჯანაშვილები.[1]1607 წელს ოსმალეთის სულთანმა აჰმედ I-მა სოფელი ყუმი დაუმტკიცა ელისუს სულთანს ალი-სულთან ბეგს.[2] სოფელში იდგა სამი ქართული ეკლესია.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო