ყვითელი ჟილეტების მოძრაობა (ფრანგ.Mouvement des gilets jaunes) — საპროტესტო მოძრაობა საფრანგეთში, რომელიც დაიწყო 2018 წლის 17 ნოემბრის დემონსტრაციებით და მალევე გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია (იტალ.gilet gialli), ბელგია და ნიდერლანდები (ნიდერლ.gele hesjes).
პროტესტის მიზეზი გახდა საწვავის ფასის მატება, საარსებო მინიმუმის ზრდა და არაპროპორციული საგადასახადო რეფორმა, რომელიც მომიტინგეთა აზრით დააწვება საშუალო კლასებს,[1][2][3] განსაკუთრებით სოფლის და პერიურბანულ დასახლებებში.[4][5] მოძრაობის მონაწილეები მოითხოვენ ამ ცვლილებების (რეფორმის) შეჩერებას და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას.
მოძრაობა კარგად იყო ხილვადი საფრანგეთის ქალაქებში, მაგრამ სოფლად უჩვეულო მობილიზებას ჰქონდა ადგილი. პროტესტის სიმბოლოდ შერჩეულ იქნა ყვითელი ჟილეტი, რადგან 2008 წლიდან ყველა მძღოლი ვალდებულია ავტომანქანაში ჰქონდეს მაღალი გარჩევადობის ჟილეტი ტრანსპორტის მართვისას. შედეგად, შუქამრეკლი ჟილეტები ფართოდ ხელმისაწვდომი, იაფი და სიმბოლური გახდა.[6]