ყეენის მთა — მთა საქართველოში, თბილისში, გლდანის რაიონში. მდებარეობს თბილისის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სიმაღლე ზღვის დონიდან 629 მეტრი. აგებულია ოლიგოცენ-ქვედამიოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. აქვს საკმაოდ ციცაბო კალთები, წაკვეთილი კონუსის ფორმა და სიმეტრიულია. დამახასიათებელია ჯაგეკლიან-სტეპური ლანდშაფტი.
ლიტერატურა