ყარაბაღის მთიანეთი (სომხ. Ղարաբաղի բարձրավանդակ; აზერ. Qarabağ yaylası) — ვულკანური ლავური მთიანეთი ამიერკავკასიაში, მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გაწოლილია ზანგეზურისა და ყარაბაღის ქედებს შორის, მდინარე არაქსის მარცხენანაპირეთში. წარმოადგენს სომხეთის მთიანეთის ნაწილს.[1] მაქსიმალური სიმაღლე 3616 მ (მთა დალიდაღი). მთიანეთზე არის ჩამქრალი ვულკანური კონუსები. ასეთია მაგალითად, ყიზილბოღაზი (3581 მ). აგებულია ვულკანური და დანალექი ქანებით. გვხვდება ქვაყრილები. ყარაბაღის მთიანეთის სამხრეთ ნაწილშია სევის ტბა. მთიანეთის დიდი ნაწილი შემოსილია სუბალპური მდელოთი. გვხვდება მუხის ტყეები. გამოიყენება საძოვრად.[2]
სქოლიო