ქურთის მეორე ნიში — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ნიში მდებარეობს ნასოფლარ მეტეხის მიდამოებში და ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვითაა ნაშენი. წყობა მშრალია. ტერიტორიაზე ეკლესიის კვალი არ ჩანს.
ლიტერატურა
- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 187