ქრისტეფორე არეშიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (ვაკე), მდებარეობს ატენის ქუჩიდან ვერის ხეობამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ბაზალეთის შესახვევი, შემდეგ კი დაერქვა ატენის შესახვევი. 1992 წელს ქართველი ქიმიკოსის ქრისტეფორე არეშიძის სახელი ეწოდა.
ლიტერატურა