ქვემო ქედი[3][4] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] თემის ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 41 კილომეტრით.
ისტორია
1889 წელს მეფის მთავრობამ გადაწყვიტა შირაქში გადმოესახლებინა რუსები. განზრახვამ ქართველ მთიელთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია. საპასუხოდ მათ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყეს შირაქში ჩამოსახლება და დამკვიდრება. ამ გაბედული გადაწყვეტილების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ვაჟა-ფშაველა, რომლის ძალისხმევითაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე სამუდამოდ დასახლდა შირაქში. შეიქმნა სოფლები: ზემო ქედი, ქვემო ქედი და არხილოსკალო.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1153 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[5] |
1915 |
932 |
983
|
2014[1] |
1153 |
584 |
569
|
ღირსშესანიშნაობები
სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი[6]:
ლიტერატურა
სქოლიო