ქვემო ქარავან-სარაი
აზერ. Aşağı karvansaray |
---|
|
მდებარეობა |
შექი, აზერბაიჯანი |
---|
ტიპი |
ქარავან-სარაი |
---|
თარიღდება |
XVII საუკუნე |
---|
მდგომარეობა |
ისტორიული ძეგლი |
ქვემო ქარავან-სარაი (აზერ. Aşağı karvansaray) — XVII საუკუნის[1] ისტორიული ძეგლი, განლაგებულია აზერბაიჯანში, ქალაქ შაქიში.
ქარავან-სარაი განლაგებულია რთულ რელიეფზე (ქარავან-სარაის გვერდით ჩამოედინება მდინარე გურჯანაჩაი) და გააჩნია ტრაპეციის ფორმა. ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 8000 მ²-ს. ქვემო ქარავან-სარაიში განლაგებულია 242 ოთახი.[2]
ქარავან-სარაის გააჩნია შემოსასვლელი კარიბჭე ოთხივე მხრიდან. ქარავან-სარაის ჭიშკრის დახურვით იგი იქცევა აუღებელ ციხედ. ქვემო ქარავან-სარაის, ისევე, როგორც ზედას, შენარჩუნებული აქვს აღმოსავლეთის[2] ქარავან-სარაისთვის დამახასიათებელი გამოსახულება.
ქვედა და ზედა ქარავან-სარაიები, აშენებულნი არიან ადგილობრივი ხუროთმოძღვრების მიერ. თავიანთი განლაგების სტრუქტურით, დიდი ზომებითა და სავაჭრო კომფორტით არის ყველაზე დიდი ქარავან-სარაი მთელს ამიერკავკასიაში.[1]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Саламзаде, Мамед-заде, 1987, с. 86.
- ↑ 2.0 2.1 Саламзаде, Мамед-заде, 1987, с. 93.