ქვემო მონასტერი — სოფელი საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში (ქურთის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ცხინვალიდან 6 კილომეტრი. სოფლის მახლობლად არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — თირის მონასტერი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა