ქვემო ბროლოსნის ნაეკლესიარი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბროლოსნის აღმოსავლეთით, ბარბაქაძეების უბანთან, მუხნარში. დანგრეულია, აღმოსავლეთით შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდი 1,5 მეტრის სიმაღლეზე. დარბაზული ეკლესია ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა.
ლიტერატურა