ქართების სახელმწიფო (1245-1389) — ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დააარსა ქართების ირანული წარმოშობის დინასტიამ ჰერათის ოაზისისა და ღურის მთიანი ოლქის ტერიტორიაზე. ცენტრი - ქალაქი ჰერათი.
ქართების სახელმწიფო ჰულაგუიანთავასალი იყო, მაგრამ მისი გამგებლები დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდნენ, ამიტომ ჰულაგუიანთა ჯარებმა ჰერათი მრავალჯერ დაარბიეს და გაძარცვეს. XIV საუკუნის II მეოთხედში, მონღოლთა ძალაუფლების შესუსტების შემდეგ, ქართებმა ფაქტობრივად დამოუკიდებლობას მიაღწიეს. მუიზ ალ-დინმა (1331-1370) დაიკავა თითქმის მთელი აღმოსავლეთი ხორასანი და ავღანეთის ნაწილი.
ქართების სახელმწიფო, რომელიც სხვადასხვა ფეოდალური სამფლობელოს ფორმალურ სამხედრო-ადმინისტრაციულ გაერთიანებას წარმოადგენდა, XIV საუკუნის 80-იან წლებში დაიპყრო თემურლენგმა, რის შემდეგაც მალე შეწყვიტა არსებობა.