ფრეჟიუსის უღელტეხილი (ფრანგ. Col du Fréjus; იტალ. Colle del Fréjus) — უღელტეხილი კოტის ალპებში. სიმაღლე 2538 მ. მდებარეობს საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე. ერთმანეთთან აკავშირებს ბარდონეკიას (იტალია) მოდანთან (საფრანგეთი). გადასასვლელი სატრანსპორტო მნიშვნელობისაა. მასზე გაყვანილია ფრეჟიუსის საავტომობილო გვირაბი, რომლის სიგრძეა დაახლოებით 13 კილომეტრი.
რესურსები ინტერნეტში