ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ფრედერიკ ჰერცბერგი}}
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
ფრედერიკ ჰერცბერგი (ინგლ.Frederick Irving Herzberg დ. 17 აპრილი, 1923 — გ. 19 იანვარი, 2000) — ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი პირი გახდა ბიზნესის მენეჯმენტში.
მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია მოტივატორ-ჰიგიენური თეორია (ჰერცბერგის ორფაქტორიანი თეორია). მისი პუბლიკაცია: „კიდევ ერთხელ, როგორ მოვახდინოთ თანამშრომლების მოტივაცია?“ გაიყიდა 1.2 მილიონ ეგზემპლარად და 1987 წლისათვის იყო ყველაზე მოთხოვნადი სტატია ჰარვარდის ბიზნეს ჟურნალიდან.
ჰერცბერგი სწავლობდა ნიუ-იორკის „ქალაქის კოლეჯში“, მაგრამ მან მიატოვა სწავლა რათა ემსახურა არმიაში. ჰერცბერგს სჯეროდა რომ ეს გამოცდილება იყო ის რამაც მისი ინტერესი წარმართა მოტივაციისაკენ.
1946 წელს მან დაამთავრა ნიუ-იორკის ქალაქის კოლეჯი და მუშაობა დაიწყო პიტსბურგის უნივერსიტეტში, ასევე მუშაობდა ფსიქოლოგიის პროფესორად კლივლენდის „Case Western Reserve University“-ში და მოგვიანებით იუტას უნივერსიტეტში მენეჯმენტის პროფესორის თანამდებობაზე.
ჰერცბერგის ორფაქტორიანი თეორია
ჰერცბერგის თეორიის თანახმად, ხალხზე ზეგავლენას ახდენს ორი ტიპის ფაქტორი: ჰიგიენური და მოტივაციური ფაქტორები.
მოტივაციური ფაქტორები
ჰიგიენური ფაქტორები
მიღწევა
აღიარება
დამოუკიდებლად მუშაობა
პასუხისმგებლობა
დაწინაურება
ზრდა
ხელფასი და სარგებელი
კომპანიის პოლიტიკა და ადმინისტრაცია
თანამშრომლებთან ურთიერთობები
სტატუსი
სუპერვიზია
სამუშაო უსაფრთხოება
სამუშაო პირობები
მან შემოგვთავაზა რამდენიმე ძირითადი დებულება თავის შრომებზე დაყრდნობით:
ხალხი უკმაყოფილოა ცუდი გარემოთი, მაგრამ ისინი იშვიათად არიან კმაყოფილნი კარგი გარემოთი.
უკმაყოფილების პრევენცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კმაყოფილების მოტივატორების გამოწვევა.
ჰიგიენური ფაქტორები მოტივაციურ ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.
პიროვნება შეიძლება ძლიერ მოტივირებული იყოს თავისი სამუშაოთი, მაგრამ უკმაყოფილო იყოს სამუშაო გარემოთი.
ყველა ჰიგიენური ფაქტორი თანაბრად მნიშვნელოვანია,თუმცა მათი გავრცელების სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავებულია.
ჰიგიენური ფაქტორები მოკლე ვადით აღკვეთავს უკმაყოფილებას.
ჰიგიენური მოთხოვნილებები თავისი ბუნებით წრიულია და საწყის პოზიციას უბრუნდება. მას მივყავართ „რა გაგიკეთებია ჩემთვის ბოლო დროს?“ სინდრომამდე.
ჰიგიენური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეუძლია შეამციროს და აღმოფხვრას უკმაყოფილება,თუმცა კმაყოფილებას ვერ გამოიწვევას.