ფრანსისკო მასიას ნგემა (ესპ. Francisco Macías Nguéma Bijogo Ñegue Ndong; დ. 1 იანვარი 1924, რიო-მუნი, ესპანური გვინეა — გ. 29 სექტემბერი, 1979, ბიოკო, ეკვატორული გვინეა) — ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტი 1968–1979 წლებში. მიეკუთვნებოდა ფანგის ეთნიკურ ჯგუფს. XX საუკუნის ერთ-ერთი ექსცენტრიული დიქტატორი. ქვეყანა მიიყვანა სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კოლაფსამდე[1].
1979 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხო საკუთარმა ძმისშვილმა თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგომ. დახვრიტეს ამავე წლის 29 სექტემბერს.
ლიტერატურა
- Shaw, Karl (2005) [2004] (in Czech). Power Mad! [Šílenství mocných]. Praha: Metafora. ISBN 80-7359-002-6.
სქოლიო