ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და პოპულარული გზა იყო ჯერ კიდევ კოლონიური ხანიდან; დააპროექტა ესპანელმა ალონსო გარსია ბრავომ. მადერო ერთ-ერთი პირველი ქუჩა იყო, რომელიც აცტეკების დედაქალაქ ტენოჩტიტლანის ნანგრევებზე აშენებულ ახალ ქალაქში გაიყვანეს.
მეცხრამეტე საუკუნეში, მადერო უკვე იყო მეხიკოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული ქუჩა. მის გასწვრივ გაიხსნა მაღაზიები, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე ფუნქციონირებს, მაგალითად „Pastelería El Globo“ და „Sombreros Tardán“. ქუჩის ზედა ნაწილში, 1896 წლის 14 აგვისტოს, ძმებ ლუმიერების დილერებმა, ფერდინანდ ბონ ბენარდმა და გაბრიელ ვეირემ მექსიკის ისტროიაში პირველი კინოჩვენება მოაწყვეს.[1]
სხვადასხვა ისტორიკოსთა ქრონიკებში საუბარია მადეროს ქუჩის პოპულარობასა და მისი, როგორც სოციალური შეხვედრების ადგილის მნიშნელობაზე.
2009 წელს, ისტორიული ცენტრის სამმართველოს კოორდინატორმა ალეხანდრო მორენომ გამოაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლებას სურდა მადერო ფეხით მოსიარულეთქ ქუჩად გადაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივას ქუჩის გასწვრი მდებარე მაღაზიათა მეპატრონეების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობა მოჰყვა, სულ მალე მადრეო ფეხით მოსიარულეებით გადაივსო და იქ მდებარე უძრავი ქონების ფასმაც საგრძნობლად მოიმატა.[4]
გალერეა
მადეროს ქუჩა
მადეროს ქუჩა
მადეროს ქუჩა
სქოლიო
↑Leal, Juan Felipe (2006). 1896: El vitascopio y el cinematógrafo en México: Anales del Cine en México, 1895-1911 (Spanish). Juan Pablos editor, S.A.. ISBN9705500045.