ფლამანდიის ბრაბანტი (ნიდერლ. Vlaams-Brabant) — ბელგიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი, შედის ფლამანდიის რეგიონის შემადგენლობაში. შეიქმნა 1995 წლის 1 იანვარს ენობრივი პრინციპის გამო ბრაბანტის პროვინციის ფლამანდიურ და ვალონიურ ნაწილებად გაყოფის შედეგად. ესაზღვრება ანტვერპენი, აღმოსავლეთი ფლანდრია, ვალონიის ბრაბანტი, ლიეჟი და ლიმბურგი. დედაქალაქი — ლევენი. მოიცავს 65 კომუნას. ფლამანდიის ბრაბანტის ტერიტორიაზე მდებარეობს ბრიუსელის დედაქალაქის რეგიონი - ანკლავი, რომელიც არ შედის ფლამანდიის ბრაბანტის შემადგენლობაში და ქვეყნის ცალკე ფედერაციულ სუბიექტს წარმოადგენს.
ძირითადი მონაცემები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში