ფედერიკო ვეგასი (ესპ. Federico Vegas; დ. 18 მარტი, 1950, კარაკასი, ვენესუელა) — ვენესუელელი მწერალი და არქიტექტორი.
ავტორია ისტორიული რომანისა „ფალკე“, რომელმაც მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატებები ადგილობრივ წიგნის ბაზარზე.[1]
დაწყებითი განათლება მიიღო კარაკასში.
1976 წელს მიიღო ვენესუელის ცენტრალური უნივერსიტეტის არქიტექტორის დიპლომი. ამავე უნივერსიტეტში არის პროფესორი.
გამოქვეყნებული აქვს შრომები არქიტექტურის დარგში, რომელთა შორისაა: „El Continente de Papel (1984)“, „Pueblos“ (1979-1984-1986), „Venezuelan Vernacular“ (1985), „La Vega, una casa colonial“ (1988).
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო