ფასისმთა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3786 მ. აგებულია პროტეროზოურ-ქვედაპალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ალპური რელიეფი — ცირკები და სხვა. ჩრდილოეთ კალთაზე არის თანამედროვე გამყინვარება. ფასისმთის კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა