ურალი (რუს.: Урал, ყაზახ.: Жайық,) — მდინარე რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიაზე. 1775 წლამდე ცნობილი იყო როგორც იაიკი. სათავეს იღებს ურალის მთების სამხრეთში და ჩაედინება კასპიის ზღვაში. მისი სიგრძე 2 428 კმ-ია და სიგრძით მესამე მდინარეა ევროპაში, ვოლგასა და დუნაის შემდეგ. ვოლგასთან ერთად, კასპიის ზღვაში ჩამდინარე ასევე ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა.
ურალზე გადის ევროპისა და აზიის ტრადიციული საზღვარი.
რესურსები ინტერნეტში