უოლტერ შირა (ინგლ. Walter Marty Schirra, Jr; დ. 12 მარტი, 1923, ჰეკენსეკი — გ. 2 მაისი, 2007, ლა-ხოლლა) — აშშ-ს კოსმონავტი მფრინავი. სამხედრო-საზღვაო ფლოტის I რანგის კაპიტანი.
ბიოგრაფია
1940–1941 წლებში სწავლობდა სამანქანათმშენებლო კოლეჯში ნიუ-იორკში. 1945 წელს დაამთავრა სამხედრო-საზღვაო აკადემია ანაპოლისში, აგრეთვე საზღვაო ავიაციის ოფიცერთა სკოლა და გამომცდელ მფრინავთა სკოლა. 1959 წლიდან კოსმონავტთა რაზმშია. 1962 წლის 3 ოქტომბერს ხომალდ „მერკურით“ 6-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. 1965 წლის 15-16 დეკემბერს ტომას სტეფორდთან (ინგლ. Thomas P. Stafford) ერთად იფრინა კოსმოსში ხომალდ „ჯემინი-6-ით“. 15 დეკემბერს მოხდა შეხვედრა ორბიტაზე ადრე გაყვანილ ხომალდ ჯემინი-7-თან. ერთობლივი ფრენა 5,5 საათი გაგრძელდა. 1968 წლის 11-22 ოქტომბერს უოლტერ კანინგემსა (ინგლ. Walter Cunningham) და დონ აიზელთან (ინგლ. Donn F. Eisele) ერთად იფრინა ხომალდ „აპოლონ-7-ით“, იყო ხომალდის მეთაური.
ლიტერატურა