უნგრეთის პარლამენტის შენობა (უნგრ. Országház) — უნგრეთის ეროვნული ასამბლეის რეზიდენცია. მდებარეობს კოშუტის მოედანზე მდინარე დუნაის მარცხენა ნაპირზე, ბუდაპეშტი. შენობა დააპროექტა უნგრელმა არქიტექტორმა იმრე შტეინდლმა ნეო-გოთურ სტილში და გაიხსნა 1902 წელს.[1] ეს იყო ყველაზე დიდი შენობა უნგრეთში მისი დასრულების შემდეგ.[2] უნგრეთის პარლამენტის შენობის არქიტექტურულ სტილზე გავლენა მოახდინა გოთური სტილის ვენის რატუშამ, რენესანსის ისეთი ელემენტები, როგორიცაა გუმბათი, განიცდის ვენაში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიის გავლენას.[3]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო