„უკანასკნელი ჩინური გაფრთხილება“ (რუს.Последнее китайское предупреждение) — რუსული ირონიული იდიომატური გამოთქმა, რომლითაც აღინიშნება უსაფუძვლო, შეუსრულებელი მუქარა, რომელსაც არ/ვერ მოყვება ქმედება.[1].
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღრიცხავდა საკუთარი საზღვაო და საჰაერო სივრცის ყველა დარღვევას და აგზავნიდა ე.წ. გაფრთხილებას, თუმცა ამ „გაფრთხილებას“ არასდროს მოჰყოლია რამე ქმედება. ამ ურთიერთობის მაგალითად მოიხსენიება 1962 წლის ინციდენტი, როდესაც ამერიკული ხომალდი ყვითელ ზღვაში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, ჩინეთმა სამი გაფრთხილება გამოაქვეყნა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია.[2]. თითოეულ გაფრთხილებას საკუთარი ნომერი გააჩნდა. გაფრთხილებების ზუსტი რაოდენობის დათვლა თითქმის შეუძლებელია, თუმცა 1964 წლის ბოლოსთვის ჩინეთმა 900-ზე მეტი გაფრთხილება გასცა.[3].
სქოლიო
↑ 1.01.1Вадим Серов. Энциклопедический словарь крылатых слов и выражений. — М.: Локид-Пресс, 2003.