1968 წლის 21—27 დეკემბერს კოსმოსურ ხომალდ „აპოლო 8-ის“ ეკიპაჟის შემადგენლობაში განახორციელა გაფრენა კოსმოსში — ისტორიაში პირველი პილოტირებადი გაფრენა მთვარისკენ. ამ დროს ანდერსმა გადაიღო ცნობილი ფოტოსურათი „დედამიწის ამოსვლა“. შემდეგ იმყოფებოდა სახელმწიფო სამსახურში, იყო აშშ-ის ელჩი ნორვეგიაში (1976–1977), ხელმძღვანელობდა მსხვილ კორპორაციებს. მისი ფრენის საერთო ხანგრძლივობა სხვადასხვა საფრენ აპარატებზე 6000 საათზე მეტია. აგრძელებდა აქტიურ ფრენებს მცირე თვიმთფრინავებზე. ანდერსი დაიღუპა ავიაკატასტროფაში სან-ხუანის კუნძულებთან ვაშინგტონის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში 2024 წელს, 90 წლის ასაკში.