უაიკატო (ინგლ. Waikato) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი ჩრდილოეთ კუნძულის ზემო ნაწილში. მოიცავს უაიკატოს, ჰაურაკის ვაკეებს, კორომანდელის ნახევარკუნძულს, ტაუპოს რაიონის დიდ ნაწილსა და როტორუის რაიონს.[1] იმართება უაიკატოს რეგიონული საბჭოს მიერ.
გადაჭიმულია კორომანდელის ნახევარკუნძულიდან (ჩრდილოეთით) სამხრეთით, რუაპეჰუს მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებისაკენ. ვრცელდება ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპირომდე. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონი განფენილია მდინარე უაიკატოს აუზში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ოკლენდის რეგიონი, აღმოსავლეთით — პლენტის ყურე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰოკს-ბეის რეგიონი, სამხრეთით კი მანავატუ-უანგანუისა და ტარანაკის რეგიონები. როგორც ფართობით, ისე მოსახლეობით უაიკატო ქვეყნის სიდიდით მეოთხე რეგიონია.[2] ფართობი 25 598 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა 403 638 ადამიანს (2013).
სახელწოდება მომდინარეობს მდინარე უაიკატოსგან, რაც მაორის ენაზე „მიმდინარე წყალს“ ნიშნავს.[3]
უმსხვილესი ქალაქია ჰამილტონი, 206 400 მოსახლით. აქ ფუნქციონირებს უაიკატოს უნივერსიტეტი.
ეკონომიკა
უაიკატოს რეგიონის ეკონომიკა მეოთხე უდიდესია ახალი ზელანდიის რეგიონებს შორის. 2007 წლის მარტში მთლიანი რეგიონული პროდუქტი $15 606 მლნ-ს შეადგენდა.
ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის წყალობით, უაიკატოს ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობაზე.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო