ტრუნოვის სახლი (რუს. Особняк Трунова) — ძველი ერთსართულიანი სახლი დონის როტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლო - XX საუკუნის დასაწყისში. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1].
მისამართი: დონის როსტოვი, ტემერნიკის ქუჩა № 13.
ისტორია
1880-იან წლებში მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ამჟამად მდებარეობს დონის როსტოვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, ტრუნოვის სახლი, თავდაპირველად იყო სხვა მისამართზე - ტემერნიკის ქუჩა 33. ამ მიწის ნაკვეთის მფლობელი იყო ერემია აივაზოვი, რომელიც დონის ნახიჩევანში დაკავებული იყო ღვინის გაყიდვით. 1888 წლიდან უძრავი ქონება გადავიდა მეშჩან გიორგი ტრუნოვის ხელში. ისტორიული მონაცემების მიხედვით XIX საუკუნის ბოლო - XX საუკუნის დასაწყისში სახლი მდებარეობდა უკვე ტემერნიკის ქუჩა ნომერ 37-ში. დაახლოებით ამ პერიოდში ააგეს სახლიც. 1907 წელს უძრავი ქონება გახდა ივან ტრუნოვის, გიორგი ტრუნოვის ძმის საკუთრება.
1914 წლის დასაწყისში ტრუნოვების სახლის მფლობელი გახდა ევდოკია რუდუხინა, რომელმაც სახლი შეიძნა 5 000 რუბლად. ევდოკია რუდუხინა იყო დონის ოლქის ჩერკასკის ოკრუგის სტანიცა აქსაის კაზაკის ცოლი. შენობის ფართობი იყო 32,25 საჟენი. 1920-იან წლებში მოხდა სახლის მუნიციპალიზაცია. მფლობელები იძულებულები იყვნენ გადასულიყვნენ მოკოვის ქუჩაზე, სადაც მათ იჯარით აიღეს სახლი. მიუხედავად არაერთი თხოვნისა სახლის დაბრუნების შესახებ, მფლობელებმა უარი მიიღეს.
XXI საუკუნეში ტურნოვის ყოფილ სახლში განათავსეს ადვოკატთა კაბინეტი[2].
სქოლიო