ტოგდერი (სომალ. Togdheer, არაბ. تُوجدَير) — რეგიონი სომალის ჩრდილოეთში. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ბურაო. მდებარეობს არაღიარებული სახელნწიფო სომალილენდის ჩრდილო-დასავლეთში.
გეოგრაფია
ტოგდერის რეგიონის ფართობი 2007 წლის მონაცემებით შეადგენდა 38 663 კმ²-ს, ხოლო მოსახლეობის შეფასება 2014 წლის მონაცემებით 721 363 ადამიანს[1][2]. თანამედროვე ტოგდერის რეგიონის მონაცემები განსხვავებულია იმის გამო, რომ მისი საზღვრები ამჟამად შეცვლილია, კერძოდ, მისი შემადგენლობიდან გამოყოფილია აინის რეგიონი, რომელიც სომალის ავტონომიის ჰატუმოს კონტროლ ქვეშ იმყოფება. ოფიციალურად ესაზღვრება სომალის რეგიონებს: აღმოსავლეთიდან სოლის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სანაგს და დასავლეთიდან ვოკუი-გალბიდს, ხოლო სამხრეთიდან ეთიოპიას. სახელწოდება წარმოდგება ადგილობრივი ტოპონიმის დასახელებისგან — მდინარე ტოგ-დერისაგან.
ადმინისტრაციული დაყოფა
ტოგდერის რეგიონი დაყოფილია ოთხ რაიონად:[3]
სქოლიო