ტოა (ესპ. Río Toa) — მდინარე კუბის სამხრეთ ნაწილში. მიედინება გუანტანამოს პროვინციაში. სიგრძე 131 კმ. იერთებს 72 შენაკადს.[1] ზემო დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებაში დაბლობზე მიედინება. გამოირჩევა მტკნარი წყლით. მდინარის აუზში შექმნილია ბიოსფერული ნაკრძალი კუჩილას-დელ-ტოა, რომელსაც უკავია ტოას წყალშემკრები აუზის დაახლოებით 70%. ერთვის ატლანტის ოკეანეს. შესართავი ქალაქ ბარაკოას ჩრდილოეთით მდებარეობს.
მდინარისპირა ტერიტორია გამოირჩევა ფაუნისა და ფლორის ენდემურობითა და მრავალფეროვნებით. იზრდება ყვავილოვან მცენარეთა 1000-მდე სახეობა და გვიმრისნაირის 145-მდე სახეობა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო