ტიანანმენის მოედანი — პეკინის ცენტრში მდებარე მოედანი. მისი სახელი ითარგმნება როგორც „ზეციური სიმშვიდის კარიბჭე“. ეს ადგილი ტრადიციულად ჩინეთის გულად არის მიჩნეული, მისი სახელი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა 1989 წელს, სტუდენტთა აქციის დარბევის გამო, რომლის დროსაც რამდენიმე ასეული ადამინი დაშავდა.[1][2] სიგრძე ჩრდილოეთიდანსამხრეთით 880 მეტრია, სიგანე – აღმოსავლეთიდანდასავლეთით 500 მეტრი. მოედანი უდიდესია მსოფლიოში. ის ერთდროულად დაახლოებით მილიონ ადამიანს იტევს.