ტერეზინა (პორტ. Teresina) — ქალაქი ბრაზილიაში, პიაუის შტატის დედაქალაქი. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის შტატების ერთადერთი დედაქალაქი, რომელიც არ მდებარეობს სანაპიროზე. მდებარეობს იქ სადაც ერთმანეთშ ერთვის მდინარეები პარნაიბა და პოტი, რის გამოც ზოგჯერ ტერეზინას „ჩრდილო-აღმოსავლეთის მესოპოტამიას“ უწოდებენ.
ქალაქი დააარსა შტატის გუბერნატორმა ჟოზე სარაივამ 1852 წლის 16 აგვისტოს და თავდაპირველად ეწოდებოდა ვილა-ნოვა-დე-პოტი. მოგვიანებით მიიღო ამჟამინდელი სახელი იმპერატორ პედრუ II-ის მეუღლის, ტერეზას პატივსაცემად.
რესურსები ინტერნეტში