ტანზანიის გეოგრაფია — მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას აქვს ბევრი მტკნარი და მლაშე ტბები, ეროვნული პარკები და აფრიკის უმაღლესი მწვერვალი კილიმანჯარო (5,895 მ.).
ტანზანიის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს დიდ პლატოს, რომელიც აღმოსავლეთი აფრიკის პლატოს ნაწილია. პლატოს სამხრეთი არის მდელო, რომლის უდიდეს ნაწილზეც მდებარეობს სელუსის ეროვნული პარკი. პლატოს ჩრდილოეთი წარმოადგენსსახნავ მიწებს, სადაც ასევე მდებარეობს დედაქალაქი - დოდომა.
ტანზანიაში არის ტროპიკული კლიმატი, გარკვეული რეგიონალური განსხვავებებით.[2] მაღალმთიან რეგიონში ტემპერატურა მერყეობს 10 - 20 °C -ს შორის. დანარჩენ ტერიტორიაზე ტემპერატურა 20 °C-ზე ქვემოთ იშვიათად ჩამოდის. ყველაზე ცხელი პერიოდია ნოემბერი-თებერვალი (25–31 °C), ხოლო ყველაზე ცივი მაისი-აგვისტო (15–20 °C).