ტამეგა (პორტ.Tâmega; ესპ.Támega) — მდინარე პორტუგალიასა და ესპანეთში. სათავეს იღებს ესპანეთის ტერიტორიაზე გალისიაში ზღვის დონიდან 960 მეტრზე და ერთვის მდინარედორუს. სიგრძე — 145 კმ. წყლის დონე საკმაოდ დაბალია, მთელი დინების მანძილზე აგებულია რამდენიმე პატარა კაშხალი, ამის გამო გადაზიდვებისთვის მდინარე არ გამოიყენება.