ტამაულიპასი — შტატი მექსიკაში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალუირ ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება აშშ (ტეხასის შტატი), აღმოსავლეთით –მექსიკის ყურე, სამხრეთით ვერაკრუსი, სამხრეთ დასავლეთით – სან-ლუის-პოტოსი, დასავლეთით – ნუევო-ლეონი.
სახელწოდება „ტამაულიპასი“ მოდის უასტეკთა ენიდან, სიტყვა tamaholipa-დან, სადაც tam ნიშნავს „ადგილი სადაც“, ხოლო holipa, მაღალ მწვერვალებს.
შტატის დედაქალაქია სიუდად-ვიქტორია. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: რეინოსა, მატამოროსი, ნუევო-ლერადო და ტამპიკო.
ეს ტერიტორია ბოლო 8 000 წლის განმავლობაში დასახლებული იყო სხვადასხვა კულტურებით.
რესურსები ინტერნეტში