ტალსის ციხესიმაგრე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე საფრანგეთში. მდებარეობს მდინარელუარის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე. ციხესიმაგრე ააშენა ფლორენციელმა ვაჭარმა ბერნარ სალვიატიმ 1520 წელს. ტალსი პატარა ზომის ციხესიმაგრეა - სამსართულიანი კორპუსი ექვსკუთხა კოშკი. მის დარბაზებში დაცულია XVIII საუკუნის ავეჯი. შედის ლუარის ციხესიმაგრეების შემადგენლობაში.