ტაილერ ლი ჰეკლინი (დ. 11 სექტემბერი, 1987) — ამერიკელი მსახიობი. მან თავდაპირველად აღიარება მოიპოვა 2002 წელს მაიკლ სალივან უმცროსის როლით ფილმში "გზა განადგურებისკენ". სერიალებში, ჰეკლინმა ითამაშა მარტინ ბრიუერის როლი მე-7 ცაზე 2003-2007 წლებში, ასევე ცნობილი გახდა დერეკ ჰეილის როლით თინეიჯერ მგელში (2011–2014; 2017) და სუპერმენის როლი The CW's-ის Supergirl-ში (2016-2019) და Superman & Lois (სუპერმენი და ლოისი).
ადრეული ცხოვრება
ჰეკლინი დაიბადა 1987 წლის 11 სექტემბერსკალიფორნიაში.[1] მან ისაუბრა თავისი ოჯახის ეთნიკური წარმომავლობაზე და თქვა, რომ არიან "ძირძველი ამერიკელი, გერმანელი და ირლანდიელები".[2] ჰეკლინს ჰყავს ორი ძმა და უფროსი და. 2006 წელს დაამთავრა სანტიაგოს საშუალო სკოლა.[3]
კარიერა
ბეისბოლი
ტაილერი სასკოლო ლიგაში თამაშობდა ბეისბოლს 2004-2005 წლები.[4] არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბეისბოლის სტიპენდია მოიპოვა და გუნდში ჩაეწერა; მისი გუნდი მოხვდა კოლეჯის მსოფლიო სერიაში.[5][6] 2008 წელს გადავიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში.[7]
თავდაპირველად აპირებდა პროფესიონალურ დონეზე გაეგრძელებინა ბეისბოლის კარიერა და მან შემოთავაზებების მოლოდინში უარი თქვა ემეტ კალენის როლზე Twilight-ის ფილმებში.[8][9] ახალგაზრდულ ლიგაში თამაშის დროს, მან ბარძაყის ტრამვა მიიღო და მოუწია სპორტული კარიერის დასასრული. ამის შემდეგ ტაილერმა მეტი დრო დაუთმო სამსახიობო კარიერას.[10]
მსახიობობა
ტაილერ ჰეკლინი, ბავშობიდან მოყოლებული მონაწილეობდა მრავალ გადაცემასა თუ რეკლამაში, რამაც მას გამოცდილება და პოპულარობა შესძინა.[11] 13 წლის ასაკში, 2000 მაყურებლის წინაშე ითამაშა მაიკლ სალივანის როლი ფილმში „გზა დაღუპვისაკენ“.[12] ჰეკლინი იყო ნომინირებული მრავალ ჯილდოზე ამ როლისთვის და მოიპოვა როგორც სატურნის პრემია უმცროსი მსახიობის საუკეთესო შესრულებისთვის, ასევე ახალგაზრდა არტისტის ჯილდო საუკეთესო მხატვრულ ფილმში - წამყვანი ახალგაზრდა მსახიობი.[13] ამის შემდეგ, 2003 წელს მონაწილეობდა სერიალში მე-7 ცა.[14]
სერიალის პროდიუსერებმა შეადგინეს ჰეკლინის ბეისბოლის განრიგი, ქონდათ გადაღებები იმ დღეებში, როდესაც მას არ ჰქონდა ვარჯიში ან თამაში, საშუალო სკოლისა და კოლეჯის პირველ წელს. ამ სერიალში მონაწილეობისას მრავალ ჯილდოზე იყო ნომინირებული და გამარჯვებული.[15]
2007 წელს, 7th Heaven-ის დასრულების შემდეგ მონაწილეობდა რამდენიმე პატარა სატელევიზიო შოუში.[16] ის ასევე დაუბრუნდა კინოს მუშაობას, 2007 წელს ითამაშა დევიდ დეკოტოს ფილმში Grizzly Rage.[17] ის ასევე გამოჩნდა 2011 წელს ფილმში Hall Pass.[18]
ჰეკლინმა მაქცია დერეკ ჰეილის როლი შეასრულა სერიალში, თინეიჯერი მგელი. 4 სეზონის განმავლობაში ერთ-ერთ საკვანძო პერსონაჟს წარმოადგენდა სერიალში, თუმცა სერიალის ბოლო მეექვსე სეზონში ეპიზოდური როლი შეასრულა. შოუს ადრეულ სეზონებში, რომელიც გადაიღეს ატლანტაში, ჯორჯია, ჰეკლინი ცხოვრობდა ვარსკვლავებთან ტაილერ პოუზისთან და დილან ო'ბრაიენთან ერთად.[19] BuddyTV-მ ის მესამე ადგილზე დაასახელა „ტელევიზიის 100 ყველაზე სექსუალური მამაკაცის 2011 წლის სიაში“.[20] თინეიჯერი მგელის მიმდინარეობის დროს, სერიალის სამსახიობო დასმა მოიპოვა საუკეთესო სამსახიობო დასის ჯილდო 2013 წლის Young Hollywood Awards და ჰეკლინმა მოიგო 2014 წლის Teen Choice ჯილდო არჩევანი სატელევიზიო მამაკაცის სცენის შესრულებისთვის.[21][22]
2016 წელს ჰეკლინს გადაეცა სუპერმენის როლი CW-ის შოუში Supergirl. როგორც პროდიუსერის გრეგ ბერლანტის პირველი არჩევანი ამ როლისთვის, მას არ დასჭირდა კასტინგის გავლა.[23] ის გამოჩნდა შოუს მეორე სეზონის ოთხ ეპიზოდში და ნომინირებული იყო Saturn Award-ზე სატელევიზიო სერიალში საუკეთესო ეპიზოდური როლის შესრულებისთვის.[24][25] მისმა შესრულებულმა სუპერმენმა დადებითი შეფასება მიიღო, როგორც მაყურებლებისგან ასევე კრიტიკოსებისგან.[26]
2018 წელს ჰეკლინი მონაწილეობდა, cw-ის სამყაროს სერიალებში, სადაც რამდენიმე სერიალის გადაკვეთა მოხდა.[27]
2019 წლის ოქტომბერში დადასტურდა, რომ Superman & Lois, spin-off სერიალი, რომელშიც მთავარ როლებს თამაშობენ ჰეკლინი და ელიზაბეტ ტულოხი, მუშავდებოდა CW-ში,[28] რომელმაც სტარტი 2020 წლის იანვარში აიღო.[29] სერიალის პრემიერა შედგა 2021 წლის 23 თებერვალს[30] და განახლდა მესამე სეზონით 2022 წლის მარტში.[31]
მას 2016 წლის დასაწყისში კასტინგზე აარჩიეს ფილმში Fifty Shades Darker, როგორც ავტორი ბოის ფოქსი.[32] ჰეკლინი არ გამოჩნდა დასრულებულ ფილმში, მაგრამ ითამაშა გაგრძელებაში Fifty Shades Freed, რომელიც გამოვიდა 2018 წელს.[33] იმავე წელს ის გამოჩნდა The Domestics-ში, პოსტ-აპოკალიფსური თრილერი, რომელიც გამოვიდა 28 ივნისს.[34] ]
ჰეკლინმა ითამაშა ჯორჯ გალოს ფილმში Bigger, რომელშიც მან განასახიერა ჯო ვეიდერი. ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს ძმების ვეიდერების მიერ ბოდიბილდერთა საერთაშორისო ფედერაციის დაარსების შესახებ.[35] ფილმის პრემიერა შედგა, 2018 წლის 18 სექტემბერს, Mr. Olympia-ს მიმდინარეობის დროს, ლას ვეგასში.[36]
2022 წლის მაისში დადასტურდა, რომ დერეკ ჰეილის როლზე დაბრუნდებოდა ფილმში Teen Wolf: The Movie, რომლის პროდიუსერიც თავად იყო.[37]