საბაგიროს გააჩნია ორი კაბინა, თითოეულს შეუძლია გადაიყვანოს 25 მგზავრი. კაბინა ავითარებს 37 კმ/სთ სიჩქარეს, ერთ გზის გავლას 10 წუთი სჭირდება. ყველაზე მაღლა საბაგირო 320 მ-ზე (1050 ფტ) ადის. ადგლილობრივ მოსახლეებს მგზავრობა 500 სომხურ დრამად შეუძლიათ ($ 1.20), სხვებმა კი ერთ გზაში 4000 დრამი ($9.80) უნდა გადაიხადონ.
საბაგირო გზის აშენება $18 მილიონი დაჯდა, თუმცა ამ თანხის დიდი ნაწილი კერძო შემოწირულობებია. 2010 წელს საბაგირო გზის გახსნას დაესწრო სომხეთის პრეზიდენტისერჟ სარქისიანი და სომხეთისკათოლიკოსიგარეგინ II, 7 ადგილობრივ ბავშვთთან ერთად. მათ პირველად გაირეს ეს გზა.