სულხან ნასიძე (დ. 17 მარტი, 1927, თბილისი — გ. 21 სექტემბერი, 1996) — ქართველი საბჭოთა კომპოზიტორი და პიანისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966), საქართველოს სახალხო არტისტი (1979), „ღირსების ოდრენის“ კავალერი (1958).
სულხან ნასიძემ 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი, ხოლო 1955 წელს საკომპოზიტორო ფაკულტეტი.
დაწერილი აქვს 8 სიმფონია, ბალეტები, კონცერტები და სხვა.[1] კომპოზიტორია ფილმებისა: „აპრილი“ (1962), „მიმინო“ (1965), „მთვარის მოტაცება“ (1973), „საჰაერო ხიდი“ (1974), „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (1975), „დაბრუნება“ (1977).
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო