სულელთა გემი

„სულელთა გემი“
Ship of Fools

პირველი გამოცემა
ავტორი კეტრინ პორტერი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამომცემელი Little, Brown
გამოცემის თარიღი 1962
მედია ბეჭდური

სულელთა გემი (ინგლ. Ship of Fools) 一 ამერიკელი ჟურნალისტისა და ნოველისტის, კეტრინ ენ პორტერის 1962 წლის რომანი, რომელიც გვიამბობს განსხვავებული წარმომავლობისა თუ სტატუსის მქონე პერსონაჟთა მოგზაურობის შესახებ, როცა ისინი გერმანული სამგზავრო გემით მექსიკიდან ევროპისკენ მიცურავენ.[1] ეს არის ალეგორია , რომელიც ასახავს ნაციზმის აღზევებას და მეტაფორულად ავლენს მსოფლიოს პროგრესს მის "მარადიულობისკენ მოგზაურობისას“. თავად ავტორი საკუთარი ნაწარმოებით არასდროს ყოფილა აღფრთოვანებული და მას მოიხსენიებდა, როგორც „ზედმეტად გაწელილსა“ და „არაგონივრულს“.[2]

პორტერის რომანში კაცობრიობის მოდელად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტრანსატლანტიკური ლაინერის მგზავრები, რომლებიც 1931 წელს ევროპაში გაემგზავრნენ: საზოგადოება, რომელიც გემზე იმყოფება, შედგენილია, როგორც მთლიანი საზოგადოების მოდელი და ეს მაგალითი ასახავს ტოტალიტარიზმისა და რასობრივი სიძულვილის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მიზეზებს.

რომანი დაედო საფუძვლად სტენლი კრამერის 1965 წლის ამავე სახელწოდების ფილმს.[3]

ფონი

პორტერმა საკმაოდ კარგი სახელი მოიხვეჭა საკუთარი მცირე მოთხრობების გამოქვეყნებით, ძირითადად 1922-დან 1940 წლამდე. ამის შემდეგ, იგი რომანზე მუშაობასაც შეუდგა. მან ამ უკანასკნელზე მუშაობა 1940 წელს დაიწყო და თავდაპირველად ჩაიფქრებული იყო, როგორც ნოველა, თუმცა (ან „მოკლე რომანი“, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ავტორს სიტყვა „ნოველა“ ეზიზღებოდა).[4]) სიუჟეტი ეფუძნება დღიურს, რომელიც მან შეინახა 1931 წელს, როცა ვერაკრუსიდან ბრემერჰავენში მიემგზავრებოდა და გუგენჰაიმის სტიპენდიით აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ისევე როგორც სიუჟეტი, ავტორმა რომანის მთავარი გმირებიც იმ რეალურ პიროვნებებს დააფუძნა, რომელთაც თავად გემბანზე შეხვდა. რაც შეეხება ნაწარმოების სახელს, იგი XV საუკუნეში მოღვაწე გერმანელი ავტორის, სებასტიან ბრანტის, ნაწარმოების 一 სულელთა გემი (Das Narrenschiff) 一 სათაურის მიხედვით შეირჩა.[5]

სიუჟეტი და ანალიზი

1931 წლის აგვისტო. მექსიკურ პორტ ვერაკრუსიდან გერმანული სამგზავრო გემი „ვერა“ გადის. სექტემბრის შუა რიცხვებში იგი ბრემენჰაფენში უნდა ჩამოდგეს. მექსიკაში დატრიალებული პოლიტიკური ვნებათაღელვის გამო გემი გეზს იღებს გერმანიისკენ, სადაც ნაციონალ-სოციალიზმი წამოყოფს თავს. მგზავრთა მრავალფეროვანი შემადგენლობა 一 გერმანელები, შვეიცარიელები, ესპანელები, კუბელები, ამერიკელები 一 ერთიანობაში თანამედროვე სოციუმის ერთგვარი ანარეკლი, დიდი პოლიტიკური ძვრების წინამორბედია. კაცობრიობის ამ ტიპური წარმომადგენლების პორტრეტები ფსიქოლოგიური სიზუსტით გამოირჩევიან, ამას ემატება კარიკატურისტის დაუნდობლობა.

თავდაპირველად გემზე ცხოვრება ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მგზავრები ერთმანეთს ეცნობიან, ჯერჯერობით რიტუალურ რეპლიკებს სჯერდებიან, მაგრამ ზოგიერთის საუბარში თანდათან მჭერმეტყველური ფრაზებიც გამოერევა. ამ ფრაზათა მიღმა ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუფორმებელი, ყოფით დონეზე არსებული იდეოლოგია დგას, რომელიც ცდილობს, თავისი არსებობის შესახებ ყველას გასაგონად განაცხადოს, დროშებზე აღიბეჭდოს და ისინი, ვინც მას ირწმუნებს, ერის მტრებთან საბოლოო და გადამწყვეტ ბრძოლაში გაიყოლიოს. ქალის თეთრეულით მოვაჭრე ლიზი შპეკენკიკერი ამტკიცებს, რომ ნამდვილი, გამართული გერმანულით მხოლოდ მის მშობლიურ ჰანოვერში ლაპარაკობენ; ფრაუ რიტენდოლფი, ყოფილი გუვერნანტი, თავის დღიურში ჩაწერს, რომ რასის ყოვლისშემძლეობის სჯერა. მას კუზიანი ჰერ გლოკენი თავისი საბრალო გარეგნობით იმ აზრამდე მიიყვანს, რომ ბავშვები, თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლით, კაცობრიობის ინტერესებისთვის უკვე განადგურდნენ.

ამ აზრს იზიარებს ქალთა ჟურნალის გამომცემელი ჰერ რიბერი, რომელსაც განზრახული აქვს, ქალებს გონება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე სტატიებით განუვითაროს. იგი ტრაბახობს, რომ გამოჩენილ მეცნიერს კოჭლებისა და არასრულფასოვანი ადამიანების განადგურების ტრაქტატის შექმნაზე შეუთანხმდა. ლიზი, რომელიც მას ეკეკლუცება, ეკითხება, როგორ შეიძლება დაეხმარონ ქვედა გემბანის საბრალო ბინადართ 一 დღიურ ჯამაგირზე მომუშავე ესპანელებს. ჰერ რიბერი პასუხობს: „შეყარონ დიდ ღუმელში და მიუშვან გაზი“ და ამით თავის თანამოსაუბრეს სიცილის პაროქსიზმში აგდებს.

ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლამდე და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებამდე ობივატელი მგზავრები გასაოცარ პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობას იჩენენ.

როდესაც ირკვევა, რომ გერმანელი ფრეიტაგის ცოლი ებრაელია, გემის ბომონდი თავისი რიგებიდან რასის შეურაცხმყოფელს ერთსულოვნად იშორებს. მას და კომერსანტ ლევენტალს ერთ მაგიდასთან სვამენ. ლევენტალი კათოლიკურ ეკლესიებს საეკლესიო ნივთებით ამარაგებს. ებრაელი ლევენტალი, თავის მხრივ, ზიზღს ვერ მალავს ფრეიტაგის, განსაკუთრებით კი მისი ცოლის მიმართ, რომელიც იქ არ იმყოფება, მაგრამ უცხო რჯულის კაცის ცოლობით რასის სიწმინდე შეურაცხყო.

გემზე, რომლის კაპიტანი ტილეა, თანდათან დიდი რაიხის პირველსახე ყალიბდება. საქმე ჯერჯერობით ღია ტერორამდე არ მიდის, მაგრამ მგზავრთა უმრავლესობამ, მათ შორის ღრმად მოაზროვნე  ბრიყვმა იდეოლოგმა, პროფესორმა გუტენმა, ფსიქოლოგიურად უკვე მიიღო „ახალი წესრიგი“. ახლა მხოლოდ ფიურერია საჭირო. მათთან მოხვედრა სურს კუჭის მოუნელებლობით გატანჯულ და თავისი განუხორციელებელი შესაძლებლობების შეგრძნებით შეპყრობილ კაპიტან ტილეს. იგი ამერიკულ განგსტერულ ფილმს უყურებს და ძალაუფლებაზე ოცნებობს: „ფარულად ტკბება სურათით. უკანონობა, სისხლის წყურვილის სიგიჟე ისევ და ისევ იფეთქებს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას 一 მას რუკაზეც ვერ მიაგნებ, 一 მაგრამ ის სულ ხალხში ტრიალებს, ხალხში, რომელიც კანონით შეიძლება და აუცილებელიცაა, რომ მოკლა. კაპიტანი ტილე მუდამ მოვლენათა ეპიცენტრშია, ყველას უფროსობს და მართავს. ფაშიზმის მოკრძალებული ხიბლი მხოლოდ ჰერ რიბერს და კაპიტან ტილეს არ იზიდავს. ჩუმი, უწყინარი არსებები რასობრივი ან კლასობრივი ნიშნით ხელისუფლებაში მოსვლის იდეაში არანაკლებ ნუგეშს პოულობენ. საკმაოდ სიმპათიური ფრაუ შმიდტი შეწუხებულია ჰერ რიბერის უხამსობით და ფრეიტაგს თანაუგრძნობს, „წმინდა“ საზოგადოებიდან ფრეიტაგის განდევნის შემდეგ თავის თავში პოულობს ძალას, დაიცვას საკუთარი უფლებები: „ფრაუ შმიდტის სული სეიმობს, სიამოვნების თბილი ჟრუანტელი უვლის 一 იგი დიადი და სახელოვანი რასის სისხლით ნათესავია: მართალია, ყველაზე შეუმჩნეველი, უმნიშვნელო არსებაა, მაგრამ რამდენი უპირატესობა აქვს!“

რომანის პერსონაჟთა უმრავლესობა საკუთარ ფესვებს მოწყვეტილია: ფრაუ შმიდტს ქმრის ცხედარი მიაქვს სამშობლოში, სადაც დიდი ხანია, არ ყოფილა. მექსიკის გერმანული სკოლის დირექტორი გუტენი გერმანიაში ბრუნდება, თუმცა იქ სრული გაუგებრობა ელის. ოტელის ყოფილი მეპატრონე ლუტცი ცოლთან და თვრამეტი წლის ქალიშვილთან ერთად მექსიკიდან საცხოვრებლად შვეიცარიაში მიემგზავრება. ბევრმა მათგანმა არ იცის, რა არის ოჯახური სითბო, ზოგი კი პირიქით, მის სულიშემხუთველ ატმოსფეროში იხრჩობა, მათ შორის კარლ ბაუმგარტნერი, რომელიც ადვოკატი და გამოუსწორებელი ლოთია, და მისი ცოლიც, რომელიც ქვეყნიერებაზეა გაბოროტებული. ამ მოხეტიალე ატომებს, სოციალური ქიმიის კანონის თანახმად, სავსებით შეუძლიათ ტოტალიტარულ მასასთან შერწყმა.

მასობრივი ტოტალიტარული მოძრაობები პორტერს ერთ სოციალურ ჭეშმარიტებას შესახსენებს 一 აღმოცენდებიან მაშინ, როდესაც ინერტული საშუალო ფენა ზევიდან და ქვევიდან დამუშავებას განიცდის, 一 ინტელექტუალური ელიტის მიერ გამომუშავებული იდეებით იმსჭვალება, დეკლასირებული ელემენტების ენერგიით ავადდება. როდესაც ინტელექტუალური და კრიმინალური უნისონში მოქმედებს, ჩნდება ერთიანი სწრაფვა. პორტერის რესპექტაბელური ბურჟუები ესპანელი მოცეკვავეების ზნედაცემული ინსტინქტებით არიან შოკირებულნი. ისინი აღშფოთებას ვერ ფარავენ, როდესაც მოცეკვავეები ტენერიფეს მაღაზიებს ქარიშხალივით გადაუქროლებენ და ყველაფერს, რაც „ცუდად დევს“, ექსპროპორციას უკეთებენ, შემდეგ კი მგზავრებს თაღლითურ ლატარეაში ითრევენ და მოპარულ ნივთებს ათამაშებენ. პირველი და მეორე კლასის მორალისტებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მათ და მოცეკვავეებს შორის კავშირი გაცილებით მჭიდროა, ვიდრე ეს შეიძლება მოგეჩვენოს. მოცეკვავეთა კრიმინალური ამორალურობა მხოლოდ ჩრდილავს რიბერებისა და ტილეს ფარულ უსინდისობას. ნაციზმის წლებში ისინი თავს კიდევ უფრო გამოამჟღავნებენ.

ფიურერის მომავალი ერთგული ქვეშევრდომების კოლექტიური პორტრეტის შექმნისას პორტერი არც სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ინდობს. ქრება და თავმოყვარეობასთან ბრძოლაში იღუპება ამერიკელების 一 ჯენი ბრაუნისა და დევიდ სკოტის სიყვარული. ჯენი მეტისმეტად გაიტაცა იმ ადამიანების უფლებათა დაცვამ, რომლებთანაც მხოლოდ შორტეული ნაცნობობა აკავშირებს. ხოლო მხატვარ დევიდის მუდმივი უკმაყოფილება და გაბოროტება, მისი, როგორც შემოქმედის, ხელმოცარულობის სახიფათო სიმპტომია.

პორტერის გმირებმა სიძულვილის მეცნიერებაში საკმაო წარმატებას მიაღწიეს. არიელებს სძულთ ებრაელები, ხოლო ებრაელებს, კომერსანთ ლევენტალის სახით, სძულთ არიელები. ყმაწვილ იოჰანს სძულს თავისი მომაკვდავი ბიძა ვილიბალდ გრაფი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ უვლის, რომ მემკვიდრეობა არ დაკარგოს. ტეხასელი ინჟინერი დენი დარწმუნებულია, რომ ზანგები დაბალი რასის არსებები არიან, იგი მხოლოდ ფულზე, ქალებსა და ჰიგიენაზე ფიქრობს. არცთუ სულელი და უბოროტო მისის ტრედუელი ოცნებობს, ყველამ თავი დაანებოს და იდიოტური პრობლემებით აღარ შეაწუხოს. მას სძულს ლიზი შპეკენკიკერი, მაგრამ მშვიდად ესაუბრება ფრეიტაგის ოჯახურ საიდუმლოზე, რომელიც ფრეიტაგმა გულახდილობის ჟამს გაანდო. ერტხელაც საღამოს წვეულებაზე მისის ტრედუელი მარტო ისე დათვრება, რომ სასტიკად სცემს ხელმოცარულ დენის, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ესპანელ მოცეკვავე ქალს და ოთახის კარი შეეშლება. მისის ტრედუელი დენის სახეს ფეხსაცმლის ქუსლით ისე დაუჩეჩქვავს, თითქოს ჯავრს იყრის წლების განმავლობაში დაგროვილი წყენისა და იმედგაცრუებისთვის.

შვედი ნანსენი თითქოს რადიკალია. „დახოცეთ მტრები და არა მეგობრები“, 一 უყვირის ის ქვედა გემბანის მგზავრებს. ნანსენი თანამედროვე საზოგადოების მისამართით მრისხანე რეპლიკებს ისვრის 一 თითქოს საქმიანსაც, მაგრამ ფრეიტაგი ამ კარაქით მოვაჭრეში „ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებას შეამჩნევს: მათი განყენებული მსჯელობები და განზოგადებები, სამართლიანობის წყურვილი, ტირანიის სიძულვილი... ხშირად ნიღაბია, რომლის მიღმა იმალება ფილოსოფიური აბსტრაქციისგან შორს მდგომი პირადი წყენა, რომელიც მათ თითქოს აღელვებს“.

გემზე, სადაც ზრდილობის წესების ინსტრუქციას იძულებით ემორჩილებიან და ასრულებენ, ურთიერთსიძულვილის ხანძარი ბრიალებს. თავაზიანი და წინდახედულია სასამართლოს ხაზინდარი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მზად არის, დახოცოს ყველა, ვისაც იძულებით ესალმება და უღიმის. გაცეცხლებულია მოახლე ქალიც, რომელსაც ნაბრძანები აქვს, გუტენების ძაღლს ჭიქით წვნიანი მიუტანოს. ბებერი ბულდოგი ესპანელი მოცეკვავეების აბეზარმა ბავშვებმა გემბანიდან გადააგდეს, მაგრამ ბასკმა ცეცხლფარეშმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა 一 მან ამ საქციელით პირველი და მეორე კლასის მგზავრები ჩააფიქრა. განრისხებულ მოახლეს მონოლოგს 一 „ბობოლას ძაღლს ხორციან ბულიონს აჭმევენ, ბულიონი კი ღარიბთა ძვლებისგანაა დამზადებული“ 一 მეკორიდორე ბიჭი შეაწყვეტინებს: „მე რომ მკითხო, ორივე 一 ძაღლიც და ცეცხლფარეშიც უნდა დამხრჩვალიყვნენ და შენც, ჩერჩეტო ბებერო“. გემზე გამართული ზეიმი ნამდვილ ბატალიას მაშინ ემსგავსება, როდესაც მთვრალი და აღგზნებული მგზავრები ნამდვილ ბარბაროსებად გადაიქცევიან. მისის ტრედუელი დენის გაუსწორდება, ხოლო ნანსენი რობერს, რომელიც ყოველთვის აღიზიანებდა, თავზე ბოთლს დააფშვნის. ნამდვილი ომი გაჩაღდება.

საღამოს ვაკხანალიის შემდეგ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში დგება და გემი პორტში შედის. „ტრანენბაუმის“ მუსიკის თანხლებით მგზავრები ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ნაპირზე ჩამოდიან. წინ გაურკვევლობაა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. https://www.goodreads.com/book/show/410760.Ship_of_Fools
  2. Johnston, Laurie (September 19, 1980). "Katherine Anne Porter Dies at 90; Won a Pulitzer for Short Stories". The New York Times.
  3. Johnston, Laurie (September 19, 1980). "Katherine Anne Porter Dies at 90; Won a Pulitzer for Short Stories". The New York Times.
  4. Katherine Anne Porter (1965). The Collected Stories of Katherine Anne Porter. New York: Harcourt, Brace & World, გვ. v. ISBN 9780156188760. 
  5. Johnston, Laurie (September 19, 1980). „Katherine Anne Porter Dies at 90; Won a Pulitzer for Short Stories“. The New York Times.

Read other articles:

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Josias Cornelis Rappard – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Rampokan macan, sebuah pertunjukan di Jawa pada masa lampau, di mana seekor harimau Jawa (Panthera tigris sondaica) dikurung da...

 

Kagerou ProjectSampul novel ringan pertama, menampilkan Shintarō Kisaragi dan EneカゲロウプロジェクトGenreAksi, Supernatural, Tragedi Novel ringanKagerou DazePengarangJin (Shizen no Teki-P)IlustratorSiduPenerbitEnterbrainPenerbit bahasa InggrisNA Yen PressDemografiLaki-lakiTerbit30 Mei 2012 – sekarangVolume6 MangaKagerou DazePengarangJin (Shizen no Teki-P)IlustratorMahiro SatouPenerbitMedia FactoryPenerbit bahasa InggrisNA Yen PressMajalahMonthly Comic GeneDemografiShōjoTerbit15...

 

Bagian dari seri mengenai Sejarah Jerman Topik Lini masa Historiografi Sejarah militer Sejarah ekonomi Sejarah wanita Perubahan wilayah Daftar penguasa Jerman Permulaan sejarah Bangsa Jermanik Periode Migrasi Kerajaan Franka Abad Pertengahan Franka Timur Kerajaan Jerman Kekaisaran Romawi Suci Ostsiedlung Permulaan zaman modern Seksionalisme Abad ke-18 Kerajaan Prusia Unifikasi Konfederasi Rhein Konfederasi JermanZollverein Revolusi Jerman 1848 Konfederasi Jerman Utara Reich JermanKekaisaran J...

Économie de la Lettonie Le marché central de Riga, plus grand marché d'Europe. Monnaie Euro Année fiscale calendaire Organisations internationales UE et OMC Statistiques Produit intérieur brut (parité nominale) 30,38 milliards $ (2013) Produit intérieur brut en PPA 38,87 milliards $ (2013) Rang pour le PIB en PPA 109e Croissance du PIB 4 % (2013) PIB par habitant en PPA 19,100 $ (2013) PIB par secteur agriculture : 4,9 % (2013)industrie : 25,7 % (2013)services...

 

Cet article est une ébauche concernant le radioamateurisme et les télécommunications. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Si ce bandeau n'est plus pertinent, retirez-le. Cliquez ici pour en savoir plus. Certaines informations figurant dans cet article ou cette section devraient être mieux reliées aux sources mentionnées dans les sections « Bibliographie », « Sources » ou...

 

Light rail station in Boston, Massachusetts, US Packards CornerAn inbound train at Packards Corner station in 2018General informationLocationCommonwealth Avenue at Brighton AvenueAllston, Boston, MassachusettsCoordinates42°21′7.51″N 71°7′29″W / 42.3520861°N 71.12472°W / 42.3520861; -71.12472Platforms2 side platformsTracks2Connections MBTA bus: 57Passengers20112,654 (weekday average boardings)[1] Services Preceding station MBTA Following station Harv...

Jagdish BhagwatiLahir26 Juli 1934 (umur 89)Bombay, India BritaniaKebangsaanAmerika SerikatInstitusiUniversitas ColumbiaBidangEkonomi internasional, globalisasi, perdagangan bebasMazhabEkonomi neoklasikAlma materUniversitas Bombay (B.A.)Universitas Cambridge (B.A.)MIT (Ph.D.)DipengaruhiRobert Solow Jagdish Natwarlal Bhagwati (lahir 26 Juli 1934) adalah ekonom Amerika Serikat kelahiran India. Ia merupakan dosen ekonomi dan hukum di Universitas Columbia.[1] Bhagwati dikenal ka...

 

AkuntansiKonsep dasarAkuntan · Pembukuan · Neraca percobaan · Buku besar · Debit dan kredit · Harga pokok · Pembukuan berpasangan · Standar praktik · Basis kas dan akrual · PABU / IFRSBidang akuntansiBiaya · Dana · Forensik · Keuangan · Manajemen · PajakLaporan keuanganNeraca · Laba rugi · Perubahan ekuitas · ...

 

1 Samuel 2Kitab Samuel (Kitab 1 & 2 Samuel) lengkap pada Kodeks Leningrad, dibuat tahun 1008.KitabKitab 1 SamuelKategoriNevi'imBagian Alkitab KristenPerjanjian LamaUrutan dalamKitab Kristen9← pasal 1 pasal 3 → 1 Samuel 2 (atau I Samuel 2, disingkat 1Sam 2) adalah pasal kedua Kitab 1 Samuel dalam Alkitab Ibrani dan Perjanjian Lama di Alkitab Kristen. Dalam Alkitab Ibrani termasuk Nabi-nabi Awal atau Nevi'im Rishonim [נביאים ראשונים] dalam bagian Nevi'im (נביאי...

Artikel ini tidak memiliki bagian pembuka yang sesuai dengan standar Wikipedia. Mohon tulis paragraf pembuka yang informatif sehingga pembaca dapat memahami maksud dari Daftar penumpang RMS Titanic. Contoh paragraf pembuka Daftar penumpang RMS Titanic adalah .... (Juni 2020) (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Daftar penumpang Kelas satu Nama Allen, Miss Elizabeth Walton Allison, Mr. Hudson Joshua Creighton Mr. George Swane Miss Amelia Mary Mildred Brown Alliso...

 

Ruisseau des Échets Le marais des Échets aux Échets, à Miribel. Cours du ruisseau des Échets. Caractéristiques Longueur 12,6 km [1] Bassin collecteur Rhône Nombre de Strahler 2 Organisme gestionnaire Syndicat intercommunal de valorisation du ruisseau des Echets (SIVRE) Régime pluvial océanique Cours Source Les Échets · Localisation Miribel, (Ain) · Coordonnées 45° 52′ 53″ N, 4° 56′ 59″ E Confluence la Saône · Localisation Rochetaill...

 

Peta Valleroy-le-Sec. Valleroy-le-Sec merupakan sebuah komune di departemen Vosges yang terletak pada sebelah timur laut Prancis. Lihat pula Komune di departemen Vosges Referensi INSEE lbsKomune di departemen Vosges Les Ableuvenettes Ahéville Aingeville Ainvelle Allarmont Ambacourt Ameuvelle Anglemont Anould Aouze Arches Archettes Aroffe Arrentès-de-Corcieux Attignéville Attigny Aulnois Aumontzey Autigny-la-Tour Autreville Autrey Auzainvilliers Avillers Avrainville Avranville Aydoilles Bad...

Vallis on Mars Huo Hsing VallisDikes in which liquid rock once flowed.Coordinates30°30′N 293°24′W / 30.5°N 293.4°W / 30.5; -293.4 Huo Hsing Vallis is an ancient river valley in the Syrtis Major quadrangle of Mars at 30.5° north latitude and 293.4° west longitude. It is about 318 km long and was named after the word for Mars in Chinese.[1] Dikes Some crater floors in the Syrtis Major area show elongated ridges in a lattice-like pattern. Such patte...

 

Dragoslav Jevrić Informasi pribadiNama lengkap Dragoslav JevrićTanggal lahir 8 Juli 1974 (umur 49)Tempat lahir Ivangrad, YugoslaviaTinggi 1,85 m (6 ft 1 in)Posisi bermain Penjaga gawangKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)1993–1995 Obilić 66 (0)1995–1999 Red Star Belgrade 70 (0)1999–2005 Vitesse Arnhem 116 (0)2005–2007 Ankaraspor 50 (0)2007–2009 Maccabi Tel Aviv 64 (0)2009–2010 Maccabi Petah Tikva 18 (0)2010–2012 AC Omonia 16 (0)Total 400 (0)Tim nasional�...

 

College publications support program LogoThe Collegiate Network (CN) is a program that provides financial and technical assistance to student editors and writers of roughly 100 independent, conservative and libertarian publications at colleges and universities around the United States. Member publications have a combined annual distribution of more than two million.[1] Since 1995, the CN has been administered by the Intercollegiate Studies Institute (ISI), a nonprofit educational orga...

Iranian Ayatollah Ayatollah SheikhHassan Shariati Niyasarآیت الله شیخ حسن شریعتی نیاسرAyatollah Hassan Shariati Niyasar, 2019.Member of the Fourth term of the Assembly of ExpertsIn office20 February 2007 – 24 May 2016ConstituencyIsfahan Province TitleAyatollahPersonalBornHassan Shariati (1933-03-21) 21 March 1933 (age 91)Neyasar, Imperial State of PersiaReligionIslamNationalityIranianSectShiaJurisprudenceTwelver, JaffariAlma materQom HawzaRelatives...

 

Samoan swimmer Brandon SchusterPersonal informationNationality SamoaBorn (1998-04-23) 23 April 1998 (age 26)Suva, FijiHeight188 cm (6 ft 2 in)Weight75 kg (165 lb)SportSportSwimmingEvent(s)Freestyle, Backstroke, Individual MedleyClubTanifa O Le Vai Swim Club Medal record Men's swimming Representing  Samoa Pacific Games 2019 Apia 200 m backstroke 2019 Apia 400 m medley 2015 Port Moresby 400 m medley 2019 Apia 200 m medley 2015 Port Mor...

 

Untuk kegunaan lain, lihat Paria.Paria Paria adalah suatu kaum di India Kuno, yang berada lebih rendah daripada kasta Sudra di mana manusia dianggap sama dengan binatang dan tidak diakui keberadaannya. Paria mengalami diskriminasi dan penderitaan yang sangat sulit pada masa itu. Namun saat ini HAM (Hak Asasi Manusia) sudah diakui banyak negara dan termasuk India, maka daripada itu perbedaan warna kasta sudah berangsur-angsur hilang. Lihat pula Dalit Artikel bertopik sosiologi ini adalah sebua...

نورثروب إف-20 تايغر شاركمعلومات عامةالنوع طائرة مقاتلةبلد الأصل الولايات المتحدةالتطوير والتصنيعالصانع نورثروبالكمية المصنوعة 3طورت من نورثروب إف-5سيرة الطائرةأول طيران 30 أغسطس 1982الوضع الحالي ألغيتالخصائصالمحرك جنرال إلكتريك إف-404 (العدد: 1) الطول 14٫4 متر باع الجناح 8٫13 مت...

 

鞍馬 呉軍港に停泊する鞍馬(1913年6月18日)[1]基本情報建造所 横須賀海軍工廠[2]運用者  大日本帝国海軍艦種 一等巡洋艦[3](装甲巡洋艦[4])巡洋戦艦[5]級名 鞍馬型巡洋戦艦母港 横須賀[6][2]艦歴計画 明治37年臨時軍事費[7]発注 1905年1月31日製造訓令[4]起工 1905年8月23日[8][9]進水 1907年10月21日[10][9]�...