სტეფან მაიგაარდ ანდერსენი (დან. Stephan Maigaard Andersen; დ. 26 ნოემბერი, 1981, კოპენჰაგენი, დანია) — დანიელი ფეხბურთელი, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „ევიანის“ და დანიის ეროვნული ნაკრების მეკარე. ანდერსენი ნაკრების შემადგებლობაში იყო გამოძახებული ევროპის 2004 წლის, მსოფლიოს 2010 წლის და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის.
ახალგაზრდული კარიერა დაიწყო „ბრონდბიუში“, შემდეგ გადავიდა „ჰვიდოვრეში“. 2011 წლიდან ასპარეზობს „ევიანში“.
რესურსები ინტერნეტში