აფეთქება სტამბოლის თავისუფლების გამზირზე, 2022 წლის 13 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 16:13 მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 6 პირი დაიღუპა და 53 პირი დაიჭრა.[2] აფეთქების შემდეგ გამზირი ფეხით მოსიარულე პირებისთვის დაიკეტა, აფეთქების ადგილზე მოხდა ბევრი სასწრაფო, პოლიციის და სახანძრო მანქანის მობილიზება. აფეთქებიდან დაახლოებით 1 საათის შედმეგ, თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესმა საბჭომ დროებით აკრძალა აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.[3] შესაბამისად, მედიას არ აქვს უფლება გაავრცელოს აფეთქების ამსახველი ვიდეომასალა.
სქოლიო