სსრ კავშირის სახალხო მხატვარი (რუს.Народный художник СССР) — საპატიო წოდება, დადგენილი სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1943 წლის 16 ივლისის დადგენილებით.[1] „ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეები საბჭოთა ხელოვნების განსაკუთრებული დამსახურებისთვის ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის, დეკორატიული და ხალხური რეწვის განვითარებისათვის“. ენიჭებოდა სსრ კავშირის უზენაესი პრეზიდიუმის მიერ.