სომხეთ-დანიის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოს შორის. სომხეთის საელჩო მდებარეობს კოპენჰაგენში,[1] ხოლო დანიის საელჩო სომხეთში კიევში, უკრაინაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.[2] დანიასა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 იანვარს დამყარდა.[3] დანიაში სომხეთის ამჟამინდელი ელჩია ჰრაჩია აღაჯანიანია.[4] 2008 წელს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ ნალბანდიანმა დანიასა და სომხეთს შორის ურთიერთობებს „მეგობრული“ და „ძალიან მისასალმებელი“ უწოდა.[5]
ისტორია
სომხეთსა და დანიას შორის მერკანტილური ურთიერთობების შესახებ ცნობები 1568 წლიდან იწყება, როდესაც სომეხი მოგზაური და მწერალი ფირზადე გრაფანეცი დანიას ეწვია.[6]ჰანიდური ხოცვა-ჟლეტა დანიის მთავრობამ დაგმო და ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოვიდა. დანიელი სწავლული და კრიკოსი გეორგ ბრანდესი 1903 წლის წიგნში ამ ხოცვა-ჟლეტის შესახებ წერს და კომენტარებსაც ურთავს.[7][8] დანიელი მისიონერები სომხეთში XIX საუკუნიდან მოღვაწეობდნენ.
1920 წლის ნოემბერში დანია დაეთანხმა ერთა ლიგის შემოთავაზებას, სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მუსტაფა ქემალის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ თურქ ნაციონალისტებს შორის ომში მედიატორის როლი შეესრულებინა.[9][10][11]
მხარდაჭერა
2004 წელს დანიამ სომხეთის მხარდაჭერის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც სომხეთ წმინდა განვითარების მექანიზმის განხორციელებაში უწყობს ხელს. შეთანხმება ძალაში შევიდა 2005 წლის მარტში. 2006 წელს დანიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სომეხი ბავშვების მხარდასაჭერად სომხეთში 10 მილიონი დანიური კრონა გაგზავნა.[12]
2008 წელს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ღარიბ ტერიტორიებზე ზრდისა და დასაქმების განვითარების შესახებ. პროექტის ფარგლებში დანია სომხეთს 30 მილიონი დანიური კრონით დაეხმარა და კერძო სექტორისა და განათლების მხარდასაჭერად 29 მილიონი დანიური კრონა გაგზავნა.[15] 2008 წლის სექტემბერში კერძო სექტორის პროგრამის ფარგლებში დანიამ სომხეთს, საქართველოსა და უკრაინას 50 მილიონი დანიური კრონა გაუგზავნა.[16] 2011 წლის ივნისში სომხეთის ფერმების მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში დანიამ სომხეთს 4.7 მილიონი დანიური კრონა გაუგზავნა.[17]
ვაჭრობა
2008 წელს დანიიდან სომხეთში ექსპორტის მოცულობა 30.6 მილიონ, ხოლო სომხეთიდან დანიაში ექსპორტი 5 მილიონ დანიურ კრონას გაუტოლდა.[18]
უმაღლესი დონის ვიზიტები
2003 წლის აპრილში სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციი მინისტრი, ჰოვიკ აბრაჰამიანი დანიას ეწვია. 2004 წლის აგვისტოში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, პერ სტიგ მელერი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.[3] 2005 წელს დანიამ ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 51-ე ყოველწლიურ სესიაზე სომხეთის პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანიკოპენჰაგენში მიიწვია. სომხეთმა სესიაზე დასწრებაზე უარი თქვა, რადგანაც დანიამ თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მიიწვია.[19]
2011 წლის 24 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ ნალბანდიანი დანიას ეწვია და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვილი სოვნდალს შეხვდა. ნალბანდიანმა დანიას მადლობა გადაუხადა სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სომხეთის მხარდაჭერისა და დამოუკიდებლობის შემდეგ სომხეთის პროგრესის მხარდაჭერისთვის.[20][21] ნალბანდიანი დანიაში ახალი საელჩოს გახსნას დაესწრო და აღნიშნა: „დანიის დედაქალაქში სომხეთის დროშის აღმართვით, ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ“.[22]
↑George, Brandes. „Armenien und Europa 1903“(PDF): 27. დაარქივებულია ორიგინალიდან(PDF) — 4 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2011. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)